ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, პიროვნებას ასარჩევად
სულ მცირე ორი შესაძლო ვარიანტი აქვს. რაც უფრო მეტი ვარიანტია ასარჩევად, მით უფრო
მეტია კარგი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
არ არსებობს გადაწყვეტილება შედეგის გარეშე. გადაწყვეტილების
შედეგი არის ჩვენი არჩევანის ზეგავლენა ჩვენსა და სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. ზოგჯერ
სრულიად უმნიშვნელო გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.შედეგი
შეიზლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
პიროვნების არჩევანმა შეიძლება გარკვეული ზეგავლენა
მოახდინოს როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე, ისე - ადამიანთა ჯგუფზე, ან
მთლიანად საზოგადოებაზე. რადგან პიროვნებას გააჩნია თავისუფალი ნება, ის ყოველთვის
პასუხისმგებელია საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებზე.
ჯგუფური გადაწყვეტილება
- პირადი გადაწყვეტილება
ზოგჯერ გადწყვეტილების მიღების შემდეგ თავს ამგვარად
ვიმართლებთ: „ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ერთად გადავწყვიტეთ, მე უბრალოდ ერთი
ვიყავი ათ ადამიანს შორის“ ან „როგორ ვეტყოდი უარს, ის ხომ ჩემზე უფროსი და გამოცდილია,
შესაბამისად ეს მისი გადაწყვეტილებაა, ჩემი - არა“
ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ‘ასკაციან’ ჯგუფში
ან სხვისი ზეგავლენით მიღებული, არ არის თქვენი პირადი გადაწყვეტილება. პირადი გადაწყვეტილება
კი ყოველთვის გულისხმობს პირად პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების შედეგზე.
ერთ-ერთი განმარტების თანახმად, დილემა არის სიტუაცია, როდესაც ადამიანს უწევს
არჩევანის გაკეთება ორ თანაბრად არასასიამოვნო შესაძლებლობას შორის.
არჩევანის გაკეთება ორ თანაბრად არასასიამოვნო შესაძლებლობას შორის.
კრიტიკული აზროვნება არის პიროვნების
უნარი, ობიექტურად გაანალიზოს არსებული ინფორმაცია, შეაფასოს სიტუაცია, შეიმუშაოს შესაძლო
ვარიანტები და მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი მიზნებისა და ღირებულებების საფუძველზე.
კრიტიკული განსჯისათვის აუცილებელია საკმაო რაოდენობით
ინფორმაცია და დაფიქრება. კრიტიკულად მოაზრივნე პიროვნება ითვალისწინებს, მაგრამ ბრმად
არასოდეს ენდობა მეგობრების და სხვების აზრს, ის ფიქრობს საკუთარი გადაწყვეტილების
როგორც მყისიერ, ისე გრძელვადიან შედეგებზეც.
posted by: ბერიკა თავაძე
posted by: ბერიკა თავაძე
No comments:
Post a Comment