6 დეკემბერს პედაგოგთა კავშირი ,,განათლება და სამყაროს” ბაზაზე არსებულ ახალგაზრდა ლიდერთა კლუბში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია თემაზე "სიცოცხლე ძალადობ გარეშე".
მოხსენება ძალადობასა და ძალადობის სახეების შესახებ წაიკითხა კლუბის ხელმძღვანელმა ივეტა შალამბერიძემ, ხოლო იურიდიულ საკითხებზე ისაუბრა ლიდერთა კლუბის ლიდერმა ნათია ნაკაშიძემ. დისკუსია მეტად საინტერესოდ და ცოტა ემოციურადაც წარიმართა. ლიდერების მხრიდან მოყვანილი და განხილული იქნა ძალადობის სხვადასხვა ფაქტები. მონაწილეებმა შეავსეს ტესტი და განიხილეს მასში აღნიშნული ძალადობის ქმედებებიდან რომელი, რომელი ფორმის ძალადობას მიეკუთვნება.
მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი
posted by : ნინო მოსეშვილი
No comments:
Post a Comment