სტუმრად მეზობელ სომხეთში
ყოველი
ახალი ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, დიდ გამოცდილებას გაძლევს, ახალ ქვეყანაში წასვლა
კი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა ამ ურთიერთობების დასაწყებად. გეძლევა საშუალება
გაიცნო და დაუმეგობრდე
ბევრ სხვადასხვა
ხასიათის, რასისა
და ეროვნების
ადამიანს.
მიხარია, რომ პედაგოგთა კავშირმა „განათლება და სამყარომ“
და მის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა, მომცა საშუალება ახალი ემოციებით
და შთაბეჭდილებებით გამემრავალფეროვნებინა ჩემი ცხოვრება.
გზა ქუთაისიდან ერევნამდე გრძელი და დამღლელი იყო. პირველად მივდიოდი ერევანში და ყველაფერს განსაკუთრებული
ინტერესით ვაკვირდებოდი. ერევანი ნაცრისფერი და ერთფეროვანი ქალაქი მომეჩვენა, ძირითადად
ქვით ნაშენები. მეგობარმა მისტიურ ქალაქს შეადარა, სადღაც თითქოს მეც ვეთანხმები...
ეს იყო პირველი შთაბეჭდილებები, როცა რამდენჯერმე გავიარე ქალაქის ქუჩემში, შეხედულებები
მეტ–ნაკლებად შემეცვალა, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა,
დროის სიმცირის გამო, ვერ შევიგრძენი ქალაქი, უკეთ შესაგრძნობად კიდევ სიამოვნებით
წავიდოდი.
მიუხედავად
იმისა, რომ პირველად არ გავდიოდი საზღვარგარეთ, ერევანში წასასვლელად მაინც განსაკუთრებულად
ვემზადებოდი და ვნერვიულობდი, ევროპის 11 ქვეყანის
წარმომადგენლების წინაშე (საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან და მოლდოვიდან), სხვა ქართველებთან
ერთად უნდა წარმედგინა ჩვენი სამშობლო, თემა „კეთილის ბოროტზე გამარჯვება“ იყო.
ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეჩინა საქართველო, მისი
ისტორია, ხომ დღემუდან კეთილისა და ბოროტის ბრძოლა იყო, “მუდან იდგა სიკვდილის აჩრდილი“
ჩვენი ქვეყნის ცხოვრების გზაზე, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ რაც შეიძლება ბევრი
მხრიდან გვეჩვენებინა, როგორც თანამედროვე, ისე ძველი, საამაყო ფოლკლორი, მრავალხმიანი
სიმღერა, ენერგიული, ლამაზი და კლდემამოსილი ცეკვა.
პრეზენტაცია ჩვენი დროშის ფონზე, საქართველოს რეკლამით
დავიწყეთ, სადაც თანამედროვე, ისტორიული, მხიარული და ლამაზი საქართველო ჩანს, შემდეგ
ჩვენი გერბი და ჩვენი ლოზუნგი გავაცანით, პატარა სპექტაკლი დავდგით „ძალა ერთობაშია“,
სადაც მეფემ დაგვიძახა შვილებს და ანდერძად დაგვიბარა, მუდამ ერთად, ერთმანეთის გვერდით
ვმდგარიყავით და მტერი ვერაფერს დაგვაკლებდა, ბოლოს კი „ჩაკრულოს“ ჰანგებით დავასრულეთ.
ჩვენი პრეზენტაცია არ იყო გრძელი და მოსაწყენი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ რამდენიმე
წუთში, ვეცადეთ უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართელოში „გვემოგზაურა“.
9 დღის განმავლობაში ასე „ვმოგზაურობდით“ ევროპის
11 ქვეყანაში, ზოგი ზღაპარს გვიკითხავდა, ზოგი მულტიპლიკაციური ფილმით ცდილობდა მათი
ქვეყნის გაცნობას, ზოგი თავისი ქვეყნის მითებით და ლეგენდებით...
მასპინძელი ქვეყანა ყველანაირად ეცადა სტუმრებისათვის
ერევანში გატარებული დღეები დაუვიწყარი, მეგობრული და სასიამოვნო ყოფილიყო, გაგვაცნეს
თავიანთი ისტორიული ძეგლები, კულტურა და სამზარეულო.
ყველაზე დასამახსოვრებელი ინტერკულტურული საღამო იყო,
როცა ყველა ქვეყანამ საკუთარი ქვეყნის სამზარეულო გავაცანით ერთმანეთს.
გართობასთან და ქვეყნების პრეზენტაციებთან ერთად, ვსაუბრობდით
ევროპის მნიშვნელოვან ფასეულობებზე: დემოკრატიაზე, ურთიერთობებზე, თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე...
ერთად ყოფნის დღეებმა მალე გაირბინა, ბოლო დღე განსაკუთრებულად
ემოციური იყო, ცრემლებით და გულისწყვეტით, თუმცა დიდი იმედით, რომ ისევ შევხვდებით
ერთმანეთს.
მსგავსი სახის გასვლები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
ეს არა მარტო ადამიანების ურთიერთობებს, სტერეოტიპების მსხვრევას, არამედ ქვეყანასაც
ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპის დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
powered by: სოფიო კუპატაძე
No comments:
Post a Comment