Monday, March 11, 2013

2012 წლის ანგარიში



ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი

პედაგოგთა კავშირი  ,,განათლება და სამყაროს“ ბაზაზე 2002 წლიდან ახალგაზრდებისათვის ბევრი საინტერესო პროგრამები ხორციელდება. საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა ახალგაზრდული კლუბები, რომელიც თავიდან მხოლოდ „გოგონათა კლუბის“ სახით იყო. ბიჭების დიდი ინტერესის გამო შეიცვალა ფორმატი და შემდეგ ეს კლუბი „ახალგაზრდული კლუბი“ გახდა. 
რადგან 2013 წელი ახალგაზრდობის წლად იქნა საქართველოში გამოცხადებული გადავწყვიტეთ ფორმატის შეცვლა და 1 წელია რაც დაარსდა „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“. ის წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელთაც სურთ სამოქალაქო საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართვა, სამოქალაქო განათლების მიღება, ინტელექტუალირი პოტენციალისა და შემეცნების ზრდა.
კლუბის წევრებად თავდაპირველად შეარჩია გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც მანამდეც ღებულობდნენ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას. ამავე დროს გამოცხადდა კონკურსი და ანკეტირების  მეშვეობით სხვა ახალგაზრდებსაც მიეცათ საშუალება გამხდარიყვნენ კლუბის წევრი. დღეისათვის კლუში 20-მდე აქტიური ახალგაზრდაა გაწევრიანებული.
მათი პირველი შეხვედრები ორგანიზაციული საკითხებით შემოიფარგლებოდა, შეიმუშავეს კლუბის წესდება, მიზნები, შექმნეს კლუბის ლოგო, აირჩიეს სხვადასხვა აქტივობის ლიდერები... შემდეგი შეხვედრები საგანმანათლებლო კუთხით წარიმართა, რაც ტრენინგების, დისკუსიების და დებატების ფორმით მიმდინარეობდა. აქ თავად კლუბის ლიდერებს ეძლეოდათ საშუალება წარმოეჩინათ თავიანთი პოტენციალი და გაეზიარებინა ის კლუბის სხვა წევრებისათვის. სწორედ ამის მაგალითია თამარ კლიმჩუკის მიერ ჩატარებული ტრენინგი: „ლიდერი და მისი თვისებები“, ვანდა გვანცელაძისა და ხათუნა დარჯანიას ინტეგრირებული ტრენინგი: „არავერბალური კომუნიკაცია - სხეულის ენა“, ნათია ნაკაშიძის ტრენინგი: „ადამიანის უფლებები“, სოფიო კუპატაძის ტრენინგი „პოლიტოლოგია და 

პოლიტიკა“. გარდა კლუბის წევრებისა აქ ტრენინგებს მოწვეული ტრენერებიც ატარებენ - ლევან ვეფხვაძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) - ტრენინგი: „ნაფიცი მსაჯულები“;  იაგო ფასანზე  (საუნჯე) - ტრენინგი „მოხალისეობა“; თეონა ფურცხვანიძე (NIMD) – ტრენინგი: „შშმ პირები“; ნონა შონია (აფხ. განათლების სამინისტრო) – „ძველი სამურზაყანო“; ნუგზარ კოხრეიძე (თაობათა დიალოგი) - ტრენინგი:
„საერთაშორისო კონტაქტები და გაცვლითი პროგრამები“; მერაბ ბარათაშვილი (მაჟორიტარი დეპუტატი) - ტრენინგი: „აქტიური მოქალაქე და ლიდერი; ნათელა გოგიავა - „ესეების წერის ტქნიკა“; ივლიტა გოგუა - „ადამიანის უფლებები“; ფოთოლა ბენდელიანი (NRC) - ტრენინგების სერია: „ტოლერანტობა“, „ეფექტური კომუნიკაცია“, „მედიაცია“, „კონფლიქტები“, „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „ტრეფიკინგი“, „გენდერი“, „ძალადობა“, „თანამშრომლობა“,
„კულტურათაშორისი ურთიერთობა“, „სტიგმა და სტერეოტიპები“.
ლიდერთა კლუბის კულტურული მხარის კოორდინატორმა - თამარ კლიმჩუკმა - ორგანიზება გაუწია „პოეზიის საღამოს“, რომელზეც მოწვეული ყავდა ქუთაისის ცნობილი პოეტები. თავიანთ ლექსებს კითხულობდნენ როგორც მოწვეული პოეტები ნათელა ფოჩხუა, თამაზ დევიძე, ირმა ქურასბედიანი, ნათია ჯიმშელეიშვილი, ასევე კლუბის წევრები ბერიკა თავაძე და თამარ კლიმჩუკი. კულტურული ღონისძიებების ნუსხას კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა „წიგნის საერთაშორისო დღე“ - რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო წარმდგენი. აქ ქუთაისელ ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ მათი საყვარელი წიგნი და პერსონაჟი. საუკეთესო წარმდგენი ჟიურიმ გამოავლინა და მათ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და შესაბამის ადგილის სიგელები.
არ შეიძლება არ ავღნიშნოთ საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც პოეტ სოსო ნადირაძის დასახმარებლად მოეწყო. ღონისძიებას ახალგაზრდა ლიდერთა კლუბთან ერთად ხელმძღვანელობდა ეროვნული ბიბლიოთეკა. სწორედ მათი ინიციატივით „პოეზიის დღე“  ცნობილ პოეტების მოეწყო საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც მოხდა სოსო ნადირაძის წიგნების გაყიდვა.
კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ აქციებში, რომლებსაც ძირითადად მოწოდების და თანაგრძნობის სახე აქვს. ისინი შეუერთდნენ საერთაშორისო აქციას: „დედამიწის საათი 2012“, რომლის დროსაც ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებდნენ სულ რაღაც 1 საათით გამოერთოთ ელ. ენერგია...  
კლუბი ასევე ჩართული იყო გარენოსდაცვითი განათლების კვირეულში და მოაწყო კონკურსი ფოტო-გამოფენა თემატიკით: „წყალი ჩვენი არსობისა“. ლედერებმა გამოფინეს თავიანთი ფოტო ნამუშევრები და ჟიურის მეშვეობით შეირჩა 2 საუკეთესო. შესაბამისი სიგელები მიიღეს თამარ კლიმჩუკმა და ვანდა გვანცელაძემ.
ამას გარდა მათ ქალაქის ახალგაზრდულ საკრებულოსთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა პატივმისაგებ ღონისძიებაში და ყვავილებით შეამკეს მემორიალი. ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივისცემა ამით არ დასრულებულა, ახალგაზრდებმა ამავე მიზნით აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
გარდა ტრენინგებისა, აქციებისა და კულტურული ღონისძიებებისა, ლიდერთა კლუბმა გამართა ჰაიდ-პარკი თემაზე „გახდი ინიციატორი კონფლიქტის მართვის დროს“, რომელზეც მოწვეული იყვნენ ქუთაისის საჯარო სკოლების აქტიური პედაგოგები და მოსწავლეები, სტუდენტები და ფსოქოლოგი. ეს ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო ქართულ-აფხაზური სამშვიდობო-საგანმანათლებლო საზაფხულო ბანაკის მოწყობამდე. ახალგაზრდებმა ბევრი საინტერესო წინადადებები და რეკომენდაციები აიღეს დამსწრეთაგან, რაც აფხაზ თანატოლებთან შეხვედრის დროს გამოიყენეს. საზაფხულო ბანაკი მოეწყო ქ. ქობულეთში, რომელშიც ჩართული იყვნენ აფხაზეთის საშუალო სკოლის მაღალკლასელები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის ლიდერები. მათ 5 დღე დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუწიათ. ისმენდნენ ტრენინგებს, ღებულობდნენ დისკუსიაში მონაწილეობას, მოაწყვეს კონფერენცია. გარდა საგანმანათლებლო საქმიანობებისა მათ გასართობი ღონისძიებების მოწყობის საშუალებაც ჰქონდათ. ბანაკი უნიკალური იყო იმით, რომ  აფხაზ ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება მიეღოთ ინფორმაცია ტოლერანტობაზე, კომუნიკაციის უნარებზე, ლიდერობასა და მოხალისეობაზე, მოხდა მათი დამეგობრება ქართვლ თანატოლებთან.
ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის საქმიანობაში უკრაინიდან და იაპონიიდან ჩამოსული  მოხალისეებიც ჩაერთნენ. ახალგზრდებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში მოქმედი  განათლების სისტემა, ახალგაზრდების ინტერესები და სამიანობის ფორმები. მოხალისეებმა ლიდერებთან ერთად მოაწყვეს კულტურული ტურები ქუთაისის ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად.  
საინტერესო და ემოციური იყო თემატური კონკურსი „თანატოლი თანატოლს“, რომლის ფარგლებშიც ქართველი და აფხაზი თანატოლები ერთმანეთს წერდნენ წერილებს, ესეებს, ჩანახატებს.
ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი ასევე შეუერთდა საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროგრამას და გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში მოაწყო ფოტო-კონკურსი თემაზე: „წყალი ჩვენი არსობისა“.
ლიდერთა კლუბმა დიდი მოწონება დაიმსახურა ქუთაისის საჯარო სკოლებში. ამის მაგალითია #37 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის „ევერესტის“ წევრებთან ჩატარებული დისკუსიაა - „სიცოცხლე ძალადობის გარეშე“, რასაც შედეგად სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ახალგაზრდა ლიდერთა შორის მემორანდუმის გაფორმების იდეა მოჰყვა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბის წევრებს სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციებს პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობების შესახებ და ვთავაზობთ მათთან ურთიერთობას. ამის მაგალითია თამარ კლიმჩუკის, ონისე ჯანაშიასა და შორენა მამფორიას მოხალისეობრივი თანამშრომლობა ა/ო „ადამიანი გაჭირვებაში“ - PIN-თან.
2013 წელი მოხალისეთა პროგრამით დავიწყეთ და საქართველოს ახალგაზრდული მოხალისეთა ლიგასთან პარტნიორობით სოფიო კუპატაძე იმყოფებოდა ერევანში ეროვნულ-კულტურულ ბანაკში, რომლის მიზანიც იყო ევროპის 11 ქვეყნის წარმომადგენელს გაეცნო წარმოედგინა თავინთი ქვეყანა „კეთილმან სძლია ბოროტსა“ თემატიკით. იგეგმება დანარჩენი ლიდერების წასვლაც სხვადასხვა მოხალისეობის პროგრამებით სხვა ქვეყნებში.
სამომავლოდ კლუბის წევრებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, რომელსაც როგორც საქველმოქმედი, ასევე საგანმანათლებლო და გასართობი ხასიათი ექნება.
   

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment