Wednesday, April 24, 2013

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე

1923 წელიდან, კატალონიაში მიგელ სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს კაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ და მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღეთ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო. დღე, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს. ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა ამ დღესთან 
დაკავშირებით გამართა დისკუსიას თემაზე: ”წიგნის კითხვა სასარგებლოა....”




წიგნი — ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ. ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ - ქსოვილსა და ბამბას. ევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა.
1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".



მოკლედ ვისაუბრებთ თუ რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში.

წიგნის კითხვა დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა არსებობს სიამოვნების მიღების სხვა საშუალებებიც, მაგალითად, facebook-ი და მისთანანი, მაგრამ ვერცერთი ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია ვერ მოგვცემს იმხელა ცოდნას, რამხელაც წიგნებშია.
ანდრე მორუა წერს: "წიგნი ერთადერთი საშუალება, რომ ღრმად ჩავიხედოთ გარდასულ ეპოქებსა და იმ სოციალური ფენების ცხოვრებაში, რომელთა მისადგომებიც ჩვენთვის ჩარაზულია".
შეუძლებელია ჩაუღრმავდე ნაწარმოებს და მის არსს თუ შენს თავთან მარტო არ ხარ. განმარტოვებისთვის კი წიგნი მართლაც ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. პირადად ჩემთვის გაღიზიანებას იწვევს ისეთი ადამიანი, რომელიც ზერელედ უდგება ამ საკითხს და აბუჩად იგდებს წიგნის მკითხველებს.
კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მარტოობასთან, რადგან როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით: "ადამიანი სულ ცოტათი მაინც უნდა გახადოს წიგნმა იმაზე უკეთესი ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყო". პირადად მე ბევრი რამ გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ თვზე არ გამოცდი ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამ ფრაზასაც ხშირად მოაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ გამონათქვამის მომხრე ვარ, ვცადოთ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში.
სწორედ მიგელ სერვანტესი წერდა: არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნებოდეს რაიმე ჭკუის სასწავლი.
დევიდ დენბის აქვს შესანიშნავი ნათქვამი: "მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მრწამსი." დენბისათვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კოლეჯში დაბრუნდა და კლასიკოსების კითხვა დაიწყო.
კარგი იქნება, თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე, ყოფილა პრიმიტული, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა".
თუ გინდა გახდე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, აუცილებელია გაეცნო წინა თაობის ნააზრევს, ხოლო იმისთვის რომ კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომელშიც ისწავლი ამას. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია მათი ნააზრევის გაცნობიერება, შეფასება და გადააზრება. დღევანდელი ყოფისა და მორალისთვის რაც მისაღებია ის უნდა შევითვისოთ.
მწერალი თავის ნაწარმოებში აქსოვს იმ სიბრძნეს, რომელიც მას გააჩნია და რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ უკეთესად ვუგებთ ადამიანებს.
მონტენი ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო სამი რამ "სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა". დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და რომ არა წიგნები, ადვილად ვერ გავაცნობიერებდი მეგობრობასა და სიყვარულს, რადგან წიგნში ასახულია სხვადასხვა ადამიანთა ურთიერთობები, რომელთა მაგალითზეც ვსწავლობთ ცხოვრებას. მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი მცირედით მაინც დავემსგავსო ჩემს რჩეულ გმირს. მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, თავდადება, სიყვარული, არ ახდენს ჩემზე ერთჯერად გავლენას, მაგრამ არც ისაა მიზანშეწონილი მთელი ცხოვრება თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდოთ და უზარმაზარი ნაწნავი გადმოვუშვათ კოშკიდან.
სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: "მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ." ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს.
"ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი" ამბობს ისიდორ ბაროუ და მოდი ჩვენც დავუჯეროთ მას.







კითხვის დადებითი თვისებები:

1. ანვითარებს აზროვნებას - წიგნის კითხვის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ისაა, რომ ის ანვითარებს აზროვნებას. წიგნის კითხვისას ჩვენ ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ვმსჯელობთ წიგნში წამოჭრილ საკითხზე.

2. ანტისტრესულია - თანამედროვე ცხოვრებაში სტრესისგან განთავისუფლება ადამიანების მთავარი საზრუნავია. ამაში დაგეხმარებათ წიგნის კითხვა. წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე ფსიქიკას ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. სასურველია ძილისწინ ფანტასტიკური ჟანრის წიგნის კითხვა.

3. ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას - როდესაც კითხულობთ განსხვავებული ჟანრის წიგნებს, ხშირად აღმოაჩენთ ისეთ სიტყვას, რომელსაც ყოფით საუბარში არ იყენებთ. უცხო სიტყვის ლექსიკონში ძებნა აუცილებელი არ არის, მის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით შეიძლება მიხვდეთ. გარდა ლექსიკის გამდიდრებისა, თქვენ გრამატიკასაც უკეთესად დაეუფლებით.

4. გიცავთ ალცგეიმერის დაავადებისგან - ალცგეიმერის დაავადება - ტვინის ფატალური დაზინება, დაავადებულ ადამიანებს ტვინში ინსულინს ნაკლებობა აღენიშნებათ, ამ დაავადებით მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი იტანჯება. თქვენ ამ დაავადებისგან დაზღვეული იქნებით, თუ რეგულარულად წაიკითხავთ წიგნებს. კითხვის პროცესში, ტვინის მოქმედება იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მასზე.

5. გმატებთ თავდაჯერებულობას - საუბრისას ჩვენ თუ წარმოვაჩენთ ღრმა ცოდნას ამა თუ იმ საკითთან დაკავშირებით (რაც წიგნების კითხვის დამსახურებაა) ეს გარშემომყოფებზე აისახება იმ შედეგით, რომ თქვენს მიმაღთ უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩინენენ. ნაკითხი და განათლებული ადამიანის იმიჯი კი დადებიტად აისახება თვითშეფასებაზე.

6. გვხდის უფრო შემოქმედებითს - კრეატიულ ადამინებს უამრავი შესანიშნავი იდეის გადმოფრქევა და გარშემომყოფთათვის განაწიელება შეუძლიათ. წიგნის კითხვისას დიდი რაოდენობით ცოდნას დააგროვებთ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში.

7. აუმჯობესებს ძილს - თუკი თქვენ სისტემატიურად წაკითხავთ წიგნს ძილისწინ, ორგანიზმის შეეჩვევა ამას და დაარეგულირებს დროს დასაძინებლად. ამრიგად თქვენ არამარტო ძილს გაამჯობესებთ, არამედ დილით უფრო კარგად იგრძნობთ თავს.

8. აუმჯობესებს კონცენტრაციას - კითხვის პროცესში აუცილებელია კონცენტრაცია ერთ თემაზე, ჩვენ არ უნდა გაგვეფანტოს ყურადღება ყოფით საგნებზე. კონცეტრაცია კი უმნიშვნელოვასია ნებისმიერი საქმიანობისას.

10 მიზეზი თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები:

1. წიგნის კითხვა ტვინს ავარჯიშებს - ტელევიზორისგან გასახვავებით წიგნის კითხვის დროს რაღაცეებზე ფიქრი და გაგება გჭირდება და ეს ტვინის რუხ უჯრედებს ავარჯიშებს და უფრ ჭვიანს გხდის.
2. კითხვა ამუჯობესებს შენი სიტყვების მარაგის ცოდნას - გახსოვთ ან თუ გისწავლიათ სკოლაში ტექსტიდან დედუქციის მეთოდით სიტყვის მნიშმვნელობის გაგების სავარჯიშოებს აკეთებდნენ? სწორედ ასეა შესაძლებელი, რომ კითხვისას ბევრი სიტყვის მნიშმვნელობას მივხვდეთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი ლექსიკური მარაგი.
3. კითხვა გაძლევს შესაძლებლობას გაიგო სხვა ხალხზე და სხვა კულუტურაზე - ტელევიზორში მაქსიმუმი შეიძლება 2 საათიანი გადაცემა გააკეთო რომელიმე ერზე და კულტურაზე, როგორ გაიგებ სხვაგვარად ხალხის კულტურაზე, მათ ცხოვრებაზე, წესებზე, კოსტიუმებზე, და ა.შ. თუ არ წაიკითხე? გადაცემის დროს სახლში უნდა იყო და წიგნი კი ყოველთვის შეგიძლია იკითხო, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.
4. წიგნი აუმჯობესებს შენს კონცენტრაციას და ფოკუსირების უნარს - ჟურნალებიდან და გაზაეთებიდან გასხვავებით სადაც მალევე შეგიძლია დუაბრუნდე აზრს, წიგნი დიდ მთლიან ისტორიას გიყვება და ამისთვის კოცნენტრაცია და ფოკუსურება გჭირდება. რაც დრო გადის წიგნის კითხვით ამას იუმჯობესებ.
5. წიგნების კითხვა აუმჯობესებს თვითრწმენას – რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო მეტ ცოდნას იძენ და ხალხი ხშირად პასუხიებისთვის შენ მოგმართავს. ეს მეტ თავდაჯერებას გმატებს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხარ.
6. აუმჯობესებს შენს მეხსიერებას - მეცნიერულად დამტკიცბულია თუ შენს ტვინს არ იყენებ მახსოვრობა გიუარესდება. ტვინის სავარჯოშოდ გამოიყენება ათასი სახის კროსორდები თუ სხვადასხვა მახსოვრობითი თამაშები. წიგნის კითხვა თამაში არ არის, მაგრამ რომ გაიგო გიწვეს დაიმახსოვრო შინაარსი, მოთხრობის გმირები, დეტალები, ფაქტები სხვადასხვა ლიტერატურული ფიგურები და ეს აუმჯობესებს შენს მეხსიერებას.
7. წიგნის კითხვა აუმჯობესებს შენს დისციპლინას - ვის ცალია მთელი დღე მხოლოდ წიგნები იკითხოს? რა თქმა უნდა თითქმის არავის, მაგრამ წიგნები უნდა ვიკითხოთ და ამისთვის დროს გამოვნახავთ ხოლმე და გრაფიკში ჩავსვამთ ხოლმე როდის შეგვიძლია წიგნის წაკითხვა, ამითი თვითდისციპლინა უმჯობესდება და უფრო აწესრიგებ დროს.
8. აუმჯობესებს შენი ფანტაზიის უნარს - წიგნში პერსონაჟები სიტყვებითაა აღწერილი და შენ მას წარმოიდგენ და ყველაფერს რაც წიგნშია აღწერილი. ეს ტვინის იმ ნაწილს რომელიც ფანტაზიაზეა პასუხისმგებელი აუმჯობესებს. შემდეგისთვის როცა კრეატიული იდეები დაგჭირდება უფრო ადვილად მოგივა თავში რამე საინტერესო და კრეატიული იდეა.
9. ყოველთვის გენქება სალაპარაკო თემა - ხშირად აღმოგიჩენია თავი, რომ სალაპარაკო არაფერზე გაქვს? წიგნები გაძლევს ბევრ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია განიხილო და რომელზეც შეგიძლია ბევრი ილაპარაკო დაუსურულებლად. იმ წიგნებზეც კი რომელიც რამე კონკრეტულს გასწავლის შეგიძლია განიხილო და დაუსრულებლად ისაუბრო სხვადასხვა წიგნებზე. წიგნები გიხსნის ინფორმაციის ჰორიზონტს და უამრავი მასალა გაქვს სასაუბროდ.
10. მოწყენილობისგან განთავისუფლებს - ხშირად მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო? აიღე რაიმე წიგნი რომელიც შენ გაინტერესებს და კითხვა დაიწყე, მოწყენილობის მაგივრად წიგნის იმ თემატიკით დაინტერესდები რა თემატიკიზეც შეარჩიე წიგნი.

No comments:

Post a Comment